მთავარი / Android / Samsung Galaxy S Light Luxury – Samsung Galaxy S8-ის იფფასიანი ვარიანტი

Samsung Galaxy S Light Luxury – Samsung Galaxy S8-ის იფფასიანი ვარიანტი

Samsung Galaxy S Light Luxury, ცნობილი როგორც Galaxy S8 Lite ოფიციალურად წარსდგა ჩინეთის ბაზრისთვის.  მისი დიზაინი და ზომები იგივეა რაც Galaxy S8-ის, თუმცა ტექნიკური მახასიათებლებით ჩამორჩება მას.

მისი ეკრანი 5.8 ინჩის ზომისაა, Super AMOLED ტექნოლოგიით. რეზოლუცია 1080×2220 გახლავთ, 18.5:9 ასპექტური შეფარდებით.
მთავარი კამერა 16 მეგაპიქსელი ზომისაა, f/1.7 დიაფრაგმით. შეუძლია გადაიღოს 4K ვიდეო 30 კადრით წამში, თუმცა არ აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია(OIS). წინა კამერა კი 8 მეგაპიქსელი ზომისაა, ასევე f/1.7 დიაფრაგმით.

მისი ჩიპსეტი Snapdragon 660 გახლავთ, ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბიტი, ხოლო შესანახი მეხსიერება 64 გიგაბიტი. ასე რომ Galaxy S Light Luxury შემოგთავაზებთ თითქმის იგივე სისწრაფეს, რასაც Galaxy S8 გვთავაზობს. ის ყუთიდანვე იმუშავებს Android Oreo ოპერაციულ სისტემაზე. აქვს 3000 მილიამპერი ზომის ბატარეია და მხარდაჭერილია სწრაფი უსადენო დატენვა, ისევე როგორც სწრაფი დატენვა USB Type C პორტიდან.  წყალ და მტვერ გამძლეობისთვის აქვს IP68 სერთიპიკატი. ბევრი თანამედროვე სმარტფონისგან განსხვავებით ამ მოდელში არაა ამოღებული ყურსასმენების შესაერთებელი და ყუთიდანვე მოყვება საკმაოდ კარგი ხარისხის AKG ყურსასმენები. თითის ანაბეჭდის სენსორი, როგორც Galaxy S8-ში, ისევე აქაც უცნაურ ადგილასაა განთავსებული. როგორც სხვა S სერიის სმარტფონებში აქაც გვხვდება თვალის ბიომეტრიული სკანერი და ხმოვანი ასისტენტი Bixby, რომელსაც აქვს გამოყოფილი ღილაკი.

 

სმარტფონი ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი, ჯერჯერობით მხოლოდ წითელ ფერში. შავი ფერის მოგვიანებით დაანონსდება. მისი ფასი დაახლოებით 600 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Beka Tabidze

იხილეთ ასევე

SAMSUNG Galaxy S8 & S9 ზე სწრაფი პარამეტრების პანელი გამჭირვალე

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ თუ როგორ უნდა გახადოთ გამჭირვალე სწრაფი პარამეტრების პანელი და ასევე დაადოთ Blur …