მთავარი / სტატიები / Xiaomi Redmi S2: პრემიუმ სმარტფონი სულ რაღაც 160 ამერიკულ დოლარად

Xiaomi Redmi S2: პრემიუმ სმარტფონი სულ რაღაც 160 ამერიკულ დოლარად

Xiaomi-მ დღეს ოფიციალურად წარმოგვიდგინა პრემიუმ დიზაინის მქონე ბიუჯეტური სმარტფონი Redmi S2, რომელიც სულ რაღაც 160 ამერიკული დოლარი ღირს.

Redmi S2-ის შემადგენლობაშია 5.99 დიუმიანი HD რეზოლუციის 18:9 ფორმატიანი ეკრანი, Snapdragon 625-ის ჩიფსეტი, 3/4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 32/64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ორმაგი 12 და 5 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, Android 8.1 ოპერაციული სისტემა, 3080 მილიამპერიანი ბატარეა, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და 3 ბარათის სლოტი, საიდანაც 2 არის სიმ-ბარათის სლოტი და ერთი მეხსიერების ბარათის სლოტი.

ორივე წინა და უკანა კამერა წარმოდგენილია სპეცილური AI ტექნოლოგიის პროგრამული მხარდაჭერით, მათ შორის აღსაღნიშნავია წინა კამერის პიქსელების ზომის გაზრდა 2 მიკრონამდე, რაც გამოსახულების დეტალიზაციას და ფერთა აღქმას ზრდის.

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Nodar Sikharulidze

იხილეთ ასევე

OnePlus 6 Bootloader Unlock, TWRP & Root Install (დაყენება)

დღევანდელ სტატიაში, ალბათ სათაურიდან გამომდინარეც მიხვდებოდით ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა გახსნათ OnePlus 6 – ზე …