ახალი ამბები
მთავარი / სტატიები / ყველა მნიშვნელოვანი სიახლე Android 9.0 (Android P) სისტემაში და ბევრად ჭკვიანი Google-ის ხმოვანი ასისტენტი

ყველა მნიშვნელოვანი სიახლე Android 9.0 (Android P) სისტემაში და ბევრად ჭკვიანი Google-ის ხმოვანი ასისტენტი

Google-მა Android P სისტემა ოფიციალურად დააანონსა და პირველი Beta განახლება რამდენიმე შესანიშნავმა სმარტფონმა მიიღო(Google Pixel, Google Pixel XL, Google Pixel 2, Google Pixel 2 XL, Sony Xperia XZ2, Essential Phone, OnePlus 6, Nokia 7 Plus, Oppo R15 Plus, Vivo X21 და Xiaomi Mi Mix 2S). ახალი სისტემის სწრაფად განახლებაში სხვადასხვა სმარტფონების მწარმოებელ ბრენდებს ეხმარება ჩიფსეტების მწარმოებელი ბრენდი Qualcomm-ი, შესაბამისად მხოლოდ Snapdragon სერიის სმარტფონებმა მიიღეს განახლება.

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ ყველა იმ მნიშვნელოვანი სიახლეების აღწერას, რაც ვიხილეთ Android P სისტემაში.

ადაპტირებადი ბატარეა

ეს არ არის ახლად დაბადებული სიახლე და Android სისტემის წინა ვერსიებშიც გხვდებოდა, თუმცა აქ სისტემურად გაუმჯობესდა შესაძლებლობები. ახლა ის უკვე ცენტრალურ პროცესორს ეხმარება 30 პროცენტით დაზოგოს ბატარიის მოხმარება. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ჩაკეცილი და გაშვებული აპლიკაცია აღარ გამოიყენებს პროცესორის მძლავრ მხარეს.

ახალი ნავიგაციის ღილაკები

მნიშვნელოვნად შეცვალა ნავიგაციის ღილაკის ფორმა, ის ამჯერად iPhone X-ს ნავიგაციის ღილაკს მოგვაგონებს, თუმცა აქ აპლიკაციების მენიუში შესვლის დროს ჩნდება გვერდზე გადასვლის ღილაკიც და მთავარი სანავიგაციო ღილაკი ითავსებას ჩაკეცილ აპლიკაციებზე გადასვლის ფუნქციასაც “გვერდზე სქროლით”. ერთი შეხედვით საინტერესოდ გამოიუყრება, მაგრამ ჩემი მოწონება ვერ დაიმსახურა. 😉

მექანიკური როტაცია

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრაქტიკული ფუნქცია რაც კი შეიძლებოდა დამატებულიყო ახალ სისტემაში. ეკრანის ავტომატური ამტრიალების ნაცვლად თქვენ ახლა უკვე საშუალება მოგეცათ თქვენ თვითონ ამოატრიალოთ ეკრანი პირველივე გვერდიდა ისე, რომ არ მოგიწევთ რომელიმე პარამეტრების მენიუში გადასვლა. სმარტფონის ამტრიალების დროს ჩნდება ეკრანის ამოტრიალების ღილაკი.

აპლიკაციების ქმედებები

მოცემული ფუნქცია AI პლატფრომაზეა დამყარებული, ის განსაზღვრავს თქვენს ქმედებებს სმარტფონში(შეისწავლის) და შემდეგში შემოგთავაზებთ საუკეთესო ვარიანტს. მსგავსი სისტემის მოდიფიკაცია გვხდება Huawei-ს ფლაგმანურ სმარტფონებშიც, რომელთაც Kirin 970-ის ჩიფსეტი აქვთ.

ჯერ კიდევ პირველ დეველოპერულ ანაწყობში Android P სისტემაში გამოჩნდა რამდენიმე საინტერესო სიახლე, რომელსაც მოცემულ სტატიაში შეგახსენებთ, რადგან Google-ის ღონისძიებაზე ყურადღება ახალ ფუნქციებს დაეთმო, რომელიც პირველ დეველოპერულ ანაწყობში არ გვხდებოდა.

მოჭრილი ეკრანის მხარდაჭერა(Notch)

მრავალი ბრენდისთვის ტრენდული გახდა ეკრანში შეწჭრილი კამერა, Android სამყაროში ალბათ ყველას გახსოვთ საკმაოდ პოპულარული Essential Phone, თუმცა ეკრანში შეჭრილის ირგვლი ადგილი თითქოს უსარგებლო იყო, რადგან ვიდეოს ყურების შემთხვევაში არასასიამოვნოდ ჩანდა კამერა, ხოლო თუ ვიდეოს სრულ ერკანზე არ გავშლიდით, უბრალოდ რჩებოდა უფუნქციო ცარიელი ადგილი. Google-მა მაქსიმალურად შეეცადა “მოჭრილი” ეკრანის დიზაინი სასარგებლო გაეხადა, ამერად შესაბამისი ინტერფეისის დახმარებით შეგიძლიათ აღნიშნულ ადგილებში დაამატოთ აპლიკაციები თქვენი სურვილისამებრ, საიდანაც დარეკვასაც შეძლებთ

ახალ სისტემაში უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ჭრილის სიმულაცია თქვენს მიერ არჩეული პარამეტრებით.

ახალი შეტყობინებების პანელი

შეტყობინებების პანელში უკვე შესაძლობა გაქვთ დაინახოთ გამოგზავნილი სტიკერები, ფოტოები, უპასუხოთ შეტყობინებას ან პასუხი გასცეთ Google-ის მიერ შემოთავაზებული სწრაფი პასუხის ვარიანტებით.

მულტი-კამერის API

სმარტფონებში მწარმოებლები უკვე რამდენიმე მთავარ კამერას გვთავაზობს. Android P სმარტფონს საშუალებას მისცემს ორი ან მეტი ფიზიკური კამერისგან ერთდროული ნაკადის ხელმისაწვდომობას, ავტომატურად შეცვლის ორ ან მეტ კამერას შორის პარამეტრებს: ოპტიკურ ზუმს(უდანაკარგო ზუმს), უკანა ფონის დაბლურვას ე.წ. ბოკე ეფექტს(თანამედროვე ტერმინით შესაძლოა გამოვიყენოთ “პორტრეტის” რეჟიმი) და სტერეო ხედვას(ანუ ორივე კამერით ერთდროულად შესაძლებელი იქნება გადაღება).

ახალი API სმარტფონის კამერის ფლეშის და ოპტიკურ სტაბილიზაციას უფრო მეტად გამტარიანს ხდის, რაც ხელს შეუწყობს გამოსახულების შეფერხებების ტაბილიზაციას და შესაძლებელი იქნება გადაღება სპეციალური ეფექტებით.

HDR VP9 ვიდეო, HEIF გამოსახულების შეკუმშვა

HDR VP9 ვიდეოს ფორმატის გაშვება უკვე შესაძლებელია Youtube-ში და PlayMovies-ში. ამავდროულად ხდება HDR VP9 ფორმატის ვიდეოს შეკუმშვა HEIF ფორმატში, რაც მეხსიერების მოცულობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ნერვული ქსელის API 1.1

ხელოვნური ინტექტისთვის შექმნილი API 1.1, რომელიც კიდევ 9 ახალ აპლიკაციას შეისწავლის. Pixel 2-ში ნერვული სქეის API-სთვის Google-ი Qualcomm Hexagon HVX -ის პროცესორს იყენებს.

სხვა მახსიათებლები

გაუმჯობესდა ავტოფილდი, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი გახდა უფრო კორექტული და უსაფრთხო და ფონური აპლიკაციებისგან უსაფრთხოების ახალი პარამეტრები შემუშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უფრო ემტად დაცული ვიქნებით  გარეშე პირებისგან ჩვენს სივრცეში შემოჭრისგან.

ახალი  Google Assistant

Google Aissistant-ს ახლა უკვე შეუძლია 6 სხვადასხვა ხმაზე და სხვადასხვა აქცენტით საუბარი(მათ შრის მამრობითი სქესის ხმაზეც) და ეს დასაწყისია, ახალი ასისტენტს ეტაპობრივად სხვადასხვა საუბრის სტილი და აქცენტი დაემატება, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი შეარჩიოთ.

ახლა თქვენ უკვე აღარ მოგიწევთ Hey Google-ის გამუდმებით შეძახილი, თქვენ შეგიძლიათ ასისტენტთან ისაუბროთ ხანგრძლივად.

გარდა ამ მნიშვნელოვანი სიახლეებისა, Google Asisstant-ი რეალური ასისტენტის ფუნქციასაც ითავსებს! ახლა მას უკვე შეუძლია დარეკოს და დაჯაშვნოს ადგილი რესტორანში, ჩაეწეროს სალონში თმის შეჭრაზე, ჩაეწეროს ექიმთან ვიზიტზე და ა.შ.

 

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Nodar Sikharulidze

იხილეთ ასევე

Samsung Galaxy S Light Luxury – Samsung Galaxy S8-ის იფფასიანი ვარიანტი

Samsung Galaxy S Light Luxury, ცნობილი როგორც Galaxy S8 Lite ოფიციალურად წარსდგა ჩინეთის ბაზრისთვის.  მისი …