მთავარი / სტატიები / Android P-ს ოფიციალური Beta განახლება: Google, Sony, Nokia, OnePlus, Essential და სხვა

Android P-ს ოფიციალური Beta განახლება: Google, Sony, Nokia, OnePlus, Essential და სხვა

Google-მა დღეს ოფიციალურად გამოუშვა Android P განახლება Beta პროგრამაში ჩართული მომხმარებლებისთვის. Beta პროგრამაში მონაწილეობს Project Treble პროგრამაში ჩართული სმარტფონების ბრენდებიც, რომლებმაც Google-ის Pixel სერიის სმარტფონებთან ერთად დღესვე მიიღეს Android P Beta განახლება და ეს ბრენდებია: Google, Essential, Sony, Nokia, OnePlus, Vivo, Oppo და Xiaomi.

Android P Beta განახლების შემდეგ თქვენი სმარტფონის სამომხმარებლო ინტერფეისი შეიცვლება და “სუფთა Android” ოპერაციული სისტემით განახლდება, თუმცა ზემოთ მოცემული ბრენდები არ ნიშნავს იმას, რომ მათი ყველა სმარტფონი განახლდება! Beta განახლებაში მონაწილეობას ღებულობს შემდეგი სმარტფონები: Google Pixel, Google Pixel XL, Google Pixel 2, Google Pixel 2 XL, Essential Phone, Sony Xperia XZ2, Nokia 7 Plus, OnePlus 6, Oppo R15 Pro, Vivo X21, Vivo X21UD და Xiaomi Mi Mix 2S.

განახლების მისაღებად გადადით მოცემულ ბმულზე: გადმოწერა

Beta პროგამაში მონაწილეობის მისაღებად გადადით მოცემულ ბმულზე: აქ

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Nodar Sikharulidze

იხილეთ ასევე

OnePlus 6 Bootloader Unlock, TWRP & Root Install (დაყენება)

დღევანდელ სტატიაში, ალბათ სათაურიდან გამომდინარეც მიხვდებოდით ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა გახსნათ OnePlus 6 – ზე …