ახალი ამბები
მთავარი / სტატიები / ფასიანი თუ უფასო (“გატეხილი”) აპლიკაციები?

ფასიანი თუ უფასო (“გატეხილი”) აპლიკაციები?

დღვანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ – ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ბევრისთვის საინტერესო თემაზე და ვიდრე უშუალოდ თემაზე გადავიდოდეთ გვინდა გითხრათ, რომ ამ სტატიის ყველაზე დიდი მოტივატორები გახდნენ ის ადამიანები , რომლებიც უმეტესწილად ფიქრობენ რომ: (რატო უნდა გადაიხადოს ადამიანმა თანხა აპლიკაციაში როდესაც ის უფასოდ მოიპოვება, ან Android – ის “მუღამიც” ხომ ეგ არის რომ უფასოდ ვიწერთ აპლიკაციებს და აშ.

მოგეხსენებათ არასებობს აპლიკაციების ორი ოფიციალური ვარიანტი: ფასიანი და უფასო.
აპლიკაცია ფასიანი იქნება თუ უფასო ამას თავად Developer – ები წყვეტენ ან ის დამკვეთი კომპანიები (ან კერძო პირები), რომლებმაც დეველოპერებს გადაუხადეს განსაზღვრული თანხა ამა თუ იმ აპლიკაციის დასაწერად (შესაქმნელად).

ხშირად ისმის კითხვა თუ რატომ უნდა გადავიხადოთ და შევიძინოთ ესა თუ ის აპლიკაცია, რომელიც აგრეთვე ხელმისაწვდომია უფასოდ?!

პასუხი ძალიან მარტივია, ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც ფასიანია ერთგვარად მორგებულია Developer – ების სტიმულზე, მაგრამ იმასაც კარგად დავუფიქრდეთ რომ ეს მათი საქმიანობაა, მათი პროფესია და რატომ არ უნდა დაუფასდეთ ის შრომა, რომელიც მათ ამ აპლიკაციაში ჩადეს? როდესაც გვიჩნდება კითხვა თუ რატომ უნდა გადავიხადოთ აპლიკაციაში თანხა, როდესაც ის უფასოდ არის მგონი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე მარტივია და ჩვენ გარკვეულწილად ვუპასუხეთ.

გარდა იმისა, რომ დეველოპერებს საკუთარი შრომა უფასდებათ ჩვენი ქმედებიდან გამომდინერე მას შემდეგ რაც ჩვენ შევიძენთ ამა თუ იმ აპლიკაციას, ფასიან აპლიკაციებს სხვა დადებითი მხარეებიც აქვთ მაგალითად: ნებისმიერი ფასიანი აპლიკაციის შეძენის შემთხევაში განახლებებს ვღებულობთ მუდმივად რა თქმა უნდა თუ ეს აპლიკაცია მუდმივად განვითარებაში და განახლებაშია, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს წვდომა აღნიშნული აპლიკაციის “გატეხილ” ვერსიასთან, რომელი მოიცავს (ფასიან შესაძლებლობებთან წვდომას ე.წ ფუნქციებთან) მისი განახლების შემთხვევაში აპლიკაციის ლიცენზია მოწმდება და თქვენ ავტომატურად გებლოკებათ “გატეხილი” ვერსია და აპლიკაცია გადადის ე.წ Free – უფასო ფუნქციების რეჟიმში.

ზოგიერთი აპლიკაცია უფასოა, მაგრამ არის ე.წ Pro – ვერსიები, სადაც დამტებულია სხვადასხვა ფუნქციები მაგალითად: Watermark – მოცილება (ანუ თუ თქვენ შეიძენთ Pro ან Full სრულ ვერსიას) და თქვენ დაარედაქტირებთ ფოტოს ან ვიდეოს, რომელსაც ავტომატურად შენახვის შემდეგ თან მოყვება აპლიკაციის Watermark – ი Pro – ვერსიაში ეს “პრობლემა” მარტივად მოგვარდება და უბრალოდ აღარ იქნება, აგრეთვე ფასიან აპლიკაციებში შესაძლებებლია შეხვდეთ დამატებით ფუნქციებს ვიდეოზე ხმის დადება, დამატებითი ეფექტები,ხმაზე (noise – ხმაურის) მოცილება და ბევრი სხვა.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი გატეხილი აპლიკაცია განახლების შემდეგ კარგავს სრულ ფუნქციონალს და გადადის Free – ვერსიაზე.

როგორც ვხედავთ აპლიკაციებს, რომლებიც ფასიანია მათ შეძენას ძალიან  ბევრი დადებითი მხარე აქვს და კითხვა თუ რატომ უნდა გადავიხადოთ? როდესაც ის უფასოდ ხელმისაწვდომია მარტივად რომ ვთქვათ იმ ადამიანის შრომის შეგნებულად დაუფასებლობას გამოხატავს და მოიცავს თქვენი მხრიდან.

ხშირად არის მომენტები, როდესაც თუნდაც 3-4$ ზოგიერთი ადამიანისათვის უმეტესშემთხვევაში წარმოუდგენელიც კი არის ფინანსური მდგოამრეობიდან გამომდინარე, რომ შეძლოს და გადაიხადოს ( ან Android – იც ზუსტად იმიტომ აქვს რომ აპლიკაციებში თანხა არ გადაიხადოს).

დღევანდელი ჩვენი სატიის მიზანი სწორედ ის არის და იქნება სამუდამოდ, რომ აპლიკაციაში თუ რატომ ვიხდით თანხას ან რატომ უნდა გადავიხადოთ ამის სწორი გაგება და გააზრება შეგვეძლოს.

საქმე,სამუშაო,რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ ანაზღაურებადია და თქვენი საქმე ფასდება თქვენი ხელფასით და ანალოგიურად უფასდებათ Developer – ებსაც აპლიკაციების შეძენით ის საქმე, რომელიც მათ შეასრულეს.

დიდი იმედი გვაქვს გასაგებად ავხსენით თუ რატომ უნდა შევიძინოთ ფასიანი აპლიკაციები რა თქმა უნდა თუ ამის შესაძლებლობა და საშუალება გვაქვს.

პატივისცემით AndroidOs.Ge – ადმინისტრაცია!

კომენტარები

კომენტარები

შესახებ giorgi8820

იხილეთ ასევე

Samsung Galaxy S Light Luxury – Samsung Galaxy S8-ის იფფასიანი ვარიანტი

Samsung Galaxy S Light Luxury, ცნობილი როგორც Galaxy S8 Lite ოფიციალურად წარსდგა ჩინეთის ბაზრისთვის.  მისი …