მთავარი / Android / TOP 5 საუკეთესო ლაუნჩერი!

TOP 5 საუკეთესო ლაუნჩერი!

მცირე პაუზის შემდეგ მე ისევ დაგიბრუნდით და დღეს შემოგთავაზებთ 5 საუკეტესო ლაუნჩერს თქვენი სმარტფონისთვის.

მაშ ასე დავიწყოთ!

1)Nova Launcher nova launcher-ის სურათის შედეგი

მეტ-ნაკლებად ყველასათვის კარგად ნაცნობი ლაუნჩერია, ვინაიდან ძალიან პოპულარულია. მისი პოპულარულობის მიზეზი უნდა ვეძებოთ მის სიმარტივეში, იგი არ არის „მძიმე“  და არ მოითხოვს სმარტფონისაგან ბევრ რესურს, ოპერატიულ მეხსიერებაში ცოტა ადგილს იკავებს და მისი მორგება საკუთარ მოთხოვნილებებისათვის ძალზედ მარტივია. ასევე მისი დახმარებით შეგიძლიათ აპებს შეუცვალოთ ხატულები და დააყენოთ თქვენთვის სასურველი ვიჯეტები. პრემიმუმის გადმოწერის შემთხვევაში თქვენ გეძლევათ მეტი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენიოთ აპლიკაცია.

2)Action LauncherAction Launcher-ის სურათის შედეგი

მოგბეზრდათ თქვენი სმრტფონის ლაუნჩერი და ამავდროულად მოგწონთ Pixel-ის ინტერფეისი? არ არის პრობლემა! გადმოწერეთ ეს ლაუნჩერი და გადააქციეთ ტქვენი სმარტფონი Pixel-ად. მისი დახმარებით თქვენ Oreo-ს ფუნქციებითაც ისიამოვნებთ. აპლიკაცია განახლებადია და მისი განახლებისთანავე თქვენ გემატებად ძალიან ბევრი ფუნქცია, რომლის მაქსიმალური გამოყენება შგიძლიათ პრემიუმ ვერსიაში.

3)GO Launcherდაკავშირებული სურათი

ზემოთ განხილულ ლაუნჩრისაგან სრულიად განსხვავებულ კონცეფციას ემყარება Go Launcher Ex, იგი გაცილებით უფრო „მძიმეა“, გადატვირთულია სხვადსხვა ფუნქციებით, ლაუნჩერს გააჩნია საკუთარი პროგრამებიც, მათ შორის ლოქ სქრინი, ბრაუზერი, კალენდარი, ამინდის პროგნოზის პროგრამა და ვიჯეტების მთელი კოლექცია. მოცემული ლაუნჩერი გვთავაზობს ერთგვარ ეკოსისტემას და სხვადასხვა სერვისს! თუ კი თქვენ ამ ეკოსისტემას მიიღებთ იგი ძალიან მოგეწონებათ, ამასთან ერთად თქვენ უნდა გქონდეთ საკმაოდ მძლავრი სმარტფონი და არ უნდა დაგენანოთ მეხსიერების დათმობა იმ პროგრამებისათვის, რომელსაც ეს ლაუნჩერი მოითხოვს. მას ასევე გააჩნია თემების უზარმაზარი რაოდენობა, ისინი შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ მარკეტიდან, ამისათვის  Play store-ში უნდა მოძებნოთ GO launcher theme და უამრავ ვარიანტს ნახავთლაუნჩერს ასევე გააჩნია ჟესტების მხარდაჭერაც. თუ კი თქვენთვის ყველა პირობა მისაღებია და გსურთ ისარგებლოთ Go Launcher-ით, შეგიძლიათ უკვე გადმოწეროთ.

4)Apex Launcherapex launcher-ის სურათის შედეგი

 

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ლანჩერი. გახლავთ სწრაფი, მარტივი და მიოიხმარს ნაკლებ ენერგიას. აქვს მრავალფეროვანი ფუნქციები. მისი დახმარებით თქვენ მოაწყობთ თქვენს გემოვნებაზე სმარტფონს, გახდით მარტივს და მსუბუქს. ასეევ მას გააჩნია ჟესტებისთ მართვა.

5)Microsoft Launchermicrosoft launcher-ის სურათის შედეგი

კომპანია Microsoft-მა უკვე წარადგინა ახალი Android ლანჩერი  Microsoft Launcher , რომელმაც ასევე Arrow Launcher-ჩაანაცვლა. Microsoft Launcher-ს პარამეტრების და მორგების ფართო შესაძლებლობები აქვს და შესაძლებლობას იძლევა დავაყენოთ ფონის ფერი, ჟესტები და ბევრი სხვა პარამეტრები ისევე, როგორც Windows 10, Microsoft Launcher მთავარ ეკრანზე აჩვენებს რჩეულ კონტაქტებს, რომლებთანაც შესაძლებელია მთელი რიგი მოქმედებების შესრულება: დარეკვა, წერილის და ფაილების გაგზავნა და ა. შ

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Lasha Omarashvili

იხილეთ ასევე

TOP 5 საუკეთესო აპლიკაცია სელფის მოყვარულთათვის!

გამარჯობათ მეგობრებო, მცირე პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ დაგიბრუნდით ახალი შემართებით. დღეს კი გაგაცნობთ 5 საუკეთესო …