მთავარი / სტატიები / Huawei P20 Lite-ის ტექსტური განხილვა: ტრენდული სმარტფონი ხელმისაწვდომ ფასად

Huawei P20 Lite-ის ტექსტური განხილვა: ტრენდული სმარტფონი ხელმისაწვდომ ფასად

Huawei-მ მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ის არის ღირსეული “ტოპ” ბრენდი, რომელიც ინოვაციური სიახლეებით გვანებივრებს ბოლო რამდენიმე წელია და ის განაგრძობს ჩვეთან მეგობრობა-პარტნიორობას, შესაბამისად განსახილველად მოგვაწოდა P20 სერიის “უმცროსი” წარმომადგენელი P20 Lite, რომელზეც ვრცლად მოგიყვებით და მოდი ერთად ვნახოთ რა შემოთავაზებაა აღნიშული სმარტფონის სახით.

სანამ უშუალოდ სმარტფონის განხილვაზე გადავალ, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ P20 და P20 Pro-ს სრულყოფილ ტექსტურ და ვიდეო განხილვებსაც.

დიზაინი: ტრენდული და პრემიალური

P20 Lite-ის დიზიანი შეხედვისთანავე სხვა ბრენდის ფლაგმანური სმარტფონს მოგვაგონებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიტიკულად უნდა განვიხილოთ, რადგან სმარტფონი საშუალო კლასის წარმომადგენელია და მიუხედავად ამისა ხელში დაჭერის დროს დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ის ფლაგმანურ კლასს მიეკუთვნება(შეგახსენებთ, რომ ფლაგმანი არის ის სმარტფონი, რომელიც ყველაზე მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით და საუკეთესო დიზიანით გამოირჩევა). კორპუსის წინა პანელზე 5.84 დიუმიანი FHD რეზოლუციის ეკრანია განთავსებული კორპუსთან დაახლოებით 80 პროცენტიანი თანაფარდობით, რაც მას ეკრანის ზომის მიუხედავად ძალიან კომფორტულს და ერთი ხელით გამოყენების დროს მარტივს ხდის. წინა პანელზე გვხდება ეკრანში შეჭრილი კამერა და უკვე ზედმეტი იქნება, რომ ვთქვა “iPhone X-ის სტილში”, რადგან ეს ტრენდი Android სმარტფონებით დაიწყო.

კორპუსის წინა პანელზე ქვემოთა ნაწილში გვდება ვიწრო ჩარჩო Huawei-ს წარწერით. წინა პანელი(ისევე,როგორც უკანა პანელი) დაცულია Gorilla Glass შუშით, თუმცა კონკრეტულად რომელი თაობის სერთიფიკატი აქვს მინიჭებული არაფერი ვიცით.

კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია ორმაგი კამერა ვერტიკალურ მდგომარეობაში ნათებასთან და ბრენდულ წარწერებთან ერთად. აქ ასევე გვხდება თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერის წრიული რგოლი, რომელიც ძალიან პრაქტიკულ ადგილას არის განთავსებული და ისე სწრაფად მუშაობს, რომ ვერც კი მიხვდებით როდის ადებთ თითს სკანერს და რა დროში იხსნება.

კორპუსის მარჯვენა გვერდზე პანელზე მოთავსებულია ხმის ამწევ-დამწევი და ჩართვა-გამოთვის ღილაკები, რომელიც ადგილმდებაორება არ შეცვლილა და ტრადიციულია. კორპუსის მარცხენა გვერდზე პანელზე მოთავსებულია სიმ-ბარათის და მეხსიერების ბარათის ჰიბრიდული სლოტი, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი სიმ-ბარათი ან ერთი სიმ-ბარათი და ერთი მაქსიმუმ 256 გიგაბატიანი მეხსიერების ბარათი.  კორპუსის ქვემოთა ნაწილში ასევე გვხდება აუდი ჯეკიც USB C-სთან ერთად.

როგორც შუშის დიზიანის მქონე სმარტფონებს სჩვევიათ, კორპუსის უკანა პანელი ადვილად იმტვერება და ადვილად რჩება თითის ანაბეჭდები, რაც მოითხოვს სმარტფონის ხშირ გასუფთავებას.

პერფომანსი და სამომხმარებლო ინტერფეისი

P20 Lite-ში კარგად ნაცნობი და უკვე მოძველებული ჩიფსეტი Kirin 659 გვხდება 4 გიგაბაიტიანი LPDDR3 ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით. ჩიფსეტი მძლავრი გრაფიკული თამაშებისთვის არ გამოდგება, თუმცა სმარტფონს სწრაფად და სტაბილურად მუშაობაში ნამდვილად ეხმარება და მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის ჩიფსეტია, პერფომანსით მსგავსია ყველაზე პოპულარული Snapdragon 625-ის ჩიფსეტის, რომელიც ასევე ძალიან მოძველებულია, თუმცა 2018 წლის სმარტფონებშიც იყეებენ.

AnTuTu ტესტებში სმარტფონა 88000 ქულას გადააჭარმა, რაც ძალიან კარგი შედეგია საშუალო კლასის სმარტფონისთვის და ნამდვილად უწევს კონკურენციას სხვა ბრენდის იდენტური კატეგორიის სმარტფონის პერფომანს. შეგახსენებთ, რომ AnTuTu გვიჩვენებს ცენტრალური და გრაფიკული ბირთვების სიმძლავრეს ერთდროულად, შესაბამისად Geekbench-ის ტესტირება საჭიროდ აღარ ჩავთვალე, რადგან მხოლოდ ცენტრალური ბირთვების სიმძლავრეს ზომავს.

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონი საშუალო კლასს მიეკუთვნება, აქ გვხდება Android 8.0 ოპერაციული სისტემა EMUI8.0 სამომხმარებლო “ინტერფეისი”, რაც იშვიათობაა საშუალო კლასის სმარტფონებში და ყველაზე გაყიდვად სმარტფონებსაც თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ საშუალო კლასის სმარტფონებში მხოლოდ Huawei გვანებივრებს ახალი სისტემით(მიუხედავად იმისა, რომ Sony ყველაზე პირველი გვთავაზობს განახლებებს და ახალ სისტემას, გაყიდვებში ტოპ შედეგებით არ გამოირჩევა).

სმარტფონის პარამეტრებში გვხდება საკმაოდ საინტერესო ფუნქცია, რომელიც გულისმობს შეჭრილი კამერის დამალვას და კამერის გვერდებზე დარჩენილი ადგილების “მხოლოდ სტატუს პანელად გადაქცევას”, რაც გვიკეთებს არჩევანს, დავტოვოთ შეჭრილი კამერის დიზაინი თუ სტანდარტული დიზიანის მქონე სმარტფონად ვაქციოთ! ალბათ დამეთანხმებით, რომ მნიშველოვნად მგრძნობიარე ფუქნცია არის. დააკვირდით “სქრინშოტს”, თეთრი პანელი გარდაიქმნება შავ პანელად….

თავად სისტემაში მრავალფეროვანი მოდიფიკაციები არსებობს, თუმცა ჩემი ყურადღება მიიქცია აპლიკაციების მენიუს სურვილისამებრ გამოჩენამ ან დამალვამ. თუ იმ შემთხვევაში აპლიკაციების მენიუს დავმალავთ, ყველა აპლიკაცია გაჩნდება მთავარ გვერდზე. აქ ასევე გვხდება თემების ცვლის ვარიანტი, რომელიც უკვე Android ბრენდების სამყაროში ტრადიცულია, თუმცა კარგია, რომ გვაქვს საშუალება დავაყენოთ ის, რომელიც უფრო მოგვწონს.

კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია, რომელიც გულისხმობს ეკრანის რეზოლუციის შემცირებას სურვილისამებრ, რაც დაგეხმარებათ ბატარიის ენერგიის დაზოგვაში. პარამეტრებში გვხდება HD და FHD რეზოლუციები.

ბატარიის სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, საშუალოდ ერთი დღე სმარტფონი თავისუფლად გაძლებს ჩვეულებრივი სტანდარტული მოხმარების შემთხვევაში (WiFi, სოციალური ქსელები, GPS), მაგრამ თუ თქვენ ხშირად თამაშობთ სმარტფონში, რა თქმა უნდა ეს დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. რადგან მე არ ვარ თამაშების მოყვარული და ძირითადათ ვიყენებ სოციალურ ქსელებს ელექტრონულ ფოსტასთან ერთად, შემიძლია გითხრათ, რომ სმარტფონის ბატარია ჩემს შემთხვევაში 1.5 დღე ძლებს ერთი დამუხტვის შემდეგ.

ძალიან მომწონს Huawei-ს მუსიკის დამკვრელი აპლიკაცია Dolby Atmos აუდიო სისტემით(გარე დინამიკებში), თუმცა ყურსასმენებში სტანდარტული სისტემა გვხდება. ადიო სისტემაზე შემიძლია გითხრათ, რომ აკმაყოფილებს საშუალო კლასის მონაცემებს, თუმცა ძალიან მოიხიბლული ვერ დარჩებით. უცნაურია, მაგრამ ბრენდულ მუსიკის დამკვრელთან ერთად Google-ის მუსიკის დამკვრელიც გვხდება და რა საჭიროა ორი ერთნაირი აპლიაცია ნამდვილად ვერ მივხდი. 😉

უკვე იშვიათი შემთხვევა არის სმარტფონში FM რადიოს არსებობა, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს ეს სიამოვნება. ასევე გვხდება “ფიტნეს” აპლიკაცია(რომელიც ტრადიცული ფიტნეს აპლიკაციისგან არაფრით განსხვავდება და ზუსტად იდენტურ ფუნქციებს გვთავაზობს) და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი აპლიკაციები.

საერთო ჯამში სამომხმარებლო იტერფეისი საკმაოდ დახვეწილია, სწრაფია და კომფორტული, რაც სმარტფონისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურად მუშოაბისთვის.

კამერის სამოხმარებლო ინტერფეისი და ტესტები

როგორც უკვე გითხარით, სმარტფონში ორმაგი კამერის სისტემა გვხდება 16|2 მეგაპიქსელიანი სენსორებით და F2.2 დიაფრაგმიანი ლინზებით(წინა კამერის შემთხვევაში გვაქვს 16 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.0 დიაფრაგმიანი ლინზებით). სამწუხაროდ აქ არ გვხდება სტაბილიზაცია და 4K ვიდეო გადაღება, თუმცა ეს შესაძლოა არც ისე მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის.

მთავარი კამერის მახასიათებლებიდან მნიშვნელოვანია “პროფესიონალური” რეჟიმის არსებობა, რაც იშვიათობაა საშუალო კლასის სმარტფონისთვის. ძირითადი ფუნქციებიდან გამოვყობ ISO სინათლის მგრძნობელობას(მინიმალური 50 და მაქსიმულური 3200) და სინათლის ჩამკეტს 8 წამიანი დაყოვნებით.

კამერის პარამეტრებში პროფესიონალურ რეჟიმთან ერთად ჯამში 15 სხვადასხვა რეჟიმი გვაქვს, მათგან ყვლაზე გამორჩეულია პროფესიონალურ რეჟიმთან ერთად არის AR კამერა(რომელიც რეალურ დროში ვირტუალურ გამოსახულებას ქმნის). პროფესიონალურ ფოტო გადაღების რეჟიმთან ერთად ასევე გვაქვს პროფესიონალური ვიდეო გადაღების რეჟიმებიც.

გადავწყვიტე კამერის სრულყოფილი განხილვა ცალკე სტატიად შემოგთავაზოთ, თუმცა მოცემულ სტატიაშიც გთავაზობთ რამდენიმე ფოტო გადაღების ტესტსაც, რომელიც გადაღებულია აუტო რეჟიმში და იმისათვის, რომ რეალური შთაბეჭდილება შეგექმნათ P20 Lite-ის კამერაზე, არ არის ფოტოები დამუშავებული და ზუსტად ის არის მოცემული, რაც რეალურად გადაიღო.

ხშირ შემთხვევაში სმარტფონის კამერით გადაღების დროს ობიექტთან ახლოს მისვლისას ფოკუსის გასწორება რთულდება, მაგრამ მსგავსი პრობლემა არ შემქნია და უფრო მეტიც, ფერებიც და დეტალებიც იდეალურად არის გადმოცემული. გადაღების დროს ბევრი მცდელობა არ მქონია, უბრალოდ გავიარე და მოძრაობაში “ექსტრემალურ” სიტუაციაში გადავიღე, შედეგად კი მივიღე შესანიშავი ფოტო.

ფოტოზე მოცემულია ყვავილი, რომელიც დაკროპილია 50 პროცენტით და შემიძლია ასეთი კომენტარები გავაკეთო: შესანიშნავი დეტალიზაცია, შესანიშნავი ფოკუსი და შესანიშნავი ფერების აღქმა, ეს ყველაფერი კი საშუალო კლასის სმარტფონისთვის ნადვილი კომფორტია.

ქარში გადაღებული სწრაფად მოძრავი მცენარე შესანიშნავად დააფიქსირა P20 Lite-ის კამერამ. მართალია ასეთ დროს ფოკუსის მდებაორეობას სასურველ ადგილზე ვერ აღმოაჩენთ, მაგრამ შედეგი მაინც დადებითია და დიახ, ნამდვილად ამართლებს იმ მოლოდინს, რაც შეიძლება რომ გქონდეთ. მე მაგალითად არ ვფიქრობდი იმას, რომ კამერის განხილვა დადებით კონტექსტში მომიწევდა რა თქმა უნდა ობიექტურად(თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დღის შუქზე გადაღებულ რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ).

შესაძლოა იფიქროთ, რომ აღნიშულ ფოტოში დაბალი კონტასტია და შეიძლებოდა უკეთესი ფოტოს გადაღებაც. მაგრამ, ფერებიც და კონტასტიც ზუსტად არის გადმოცემული ისე, როგორც მე ვხედავდი “ამინდის” შესაბამისად. გთავაზობთ 100 პროცენტიან “დაკროპილ” იგივე ფოტოს, რომელიც შთაბეჭდილებას შეგიქმნით, თუ რამდენად დეტალურად იღებს ფოტოს.

100 პროცენტით დაკროპილი ფოტო

შეჯამება

საბოლოოდ ჩვენ გვაქვს საშალო კლასის სმარტფონი, რომელიც დიზაინით და კამერით ამართლებს საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე მოთხოვნილებებს, თუმცა პერფომანსით შესაძლებელი იყო უკეთესი ყოფილიყო. თუ თქვენ ბრედულ დახვეწილ სმარტფონს ანიჭებთ უპირატესობას და არა პერფომანსში ნაჩვეებ გრაფიკულ შესაძლებლობებს, მაშინ ეს სმარტფონი ნამდვილად არის თქვენთვის შექმნილი.

გაითვალისწინეთ, რომ შეძენა აუცილებლად უნდა მოხდეს ოფიციალური საგარანტიო პირორებით ჩვენი რეგიონისთვის განკუთვნილი ჰოლოგრამით, რომ გქონდეთ შესაბამისი მომსახურეობა “სერვის ცენტრში” და განახლებების დაგვიანებაც არ მოხდეს.

 

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Nodar Sikharulidze

იხილეთ ასევე

OnePlus 6 Bootloader Unlock, TWRP & Root Install (დაყენება)

დღევანდელ სტატიაში, ალბათ სათაურიდან გამომდინარეც მიხვდებოდით ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა გახსნათ OnePlus 6 – ზე …