მთავარი / სტატიები / Huawei P Smart-ის რეალური განხილვა #1: დიზაინი

Huawei P Smart-ის რეალური განხილვა #1: დიზაინი

Huawei Georgia-მ განსახილველად მოგვაწოდა საშუალო კლასის სმარტფონების ერთ-ერთი წარმომადგენელი P Smart, რომელიც მომხმარებელში საკმაოდ პოპულარულია და ფასიც მისაღებია. P Smart-ის დეტალურ განხილვას კატეგორიების მიხედვით რამდენიმე პოსტად შემოგთავაზებთ(ასევე შემოგთავაზებთ ვიდეო განხილვასაც) და გაგაცნობთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, რომლებიც აუცილებლად უნდა იციდოთ სანამ შეიძენთ.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო სასიამოვნო სიახლე, რომ მას აქვს 5.65 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი ეკრანი, რაც სმარტფონის გამოყენებას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. წინა პანელზე ასევე გვხდება Huawe-ს ლოგო და მიუხედავად იმისა, რომ ეკრანი 18:9 ფორმატიანია, ეკრანის ირგვლი ჩარჩოები კვლავ იმ ზომის გახლავთ, რა ზომისაც გვხდება ტრადიცულულ 16:9 ფორმატის ეკრანის მქონე სმარტფონებში.

კორპუსის უკანა პანელზე ორმაგი კამერა გვხდება დიდი და პატა ზომის ლინზებით, აქვეა კამერის ნათებაც, ანტენის ხაზებიც და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, რომელიც ფლაგმანური სმარტფონის თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერის მსგავსად სწრაფია. უკანა პანელი iPhone-ის დიზაინს მოგვაგონებს, თუმცა როგორც ხედავთ განსახვებებიც ბევრია.

უკანა პანელის მატერიებიდან ძირითადი ნაწილი მეტალის არის, თუმცა ანტენის ხაზებით გაყოფილია მეტალის და პლასმასის მატერიები, საერთო ჯამში სმარტფონის მთლიანი მატერია გიტოვებთ შეგრძნებას, რომ პლასმასის არის და ბიუეტური სმარტფონის შეგრძნებას ტოვებს ხელში დაკავების დროს. კორპუსის მარვენა ჩარჩოზე მოთავსებულია ხმის ამწევ/დამწევი ღილაკი და ჩართვა/გამორთვის ღილაკი.

კორპუსის ქვემოთა ნაწილში მოთავსებულია Micro USB პორტი და არა USB Type C, რაც ტოპ ბრენდს საშუალო კლასის სმარტფონში აღარ ეპატიება 2018 წელს. აქვე გვხდება 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი, მიკროფონი და დინამი.

კორპუსის მარცხენა ჩარჩოზე ჰიბრიდული მეხსიერების და სიმ-ბარათის სლოტია განთავსებული. თქვენ საშუალება გაქვთ გამოიყენოთ ორი სიმ-ბარათი ერთდროულად და მეხსიერების ბარათის სლოტს ვეღარ ჩადებთ ან გამოიიყენოთ ერთი სიმ-ბარათი და შეძლებთ სმარტფონში მოათავსოთ მეხსიერების ბარათილს სლოტი. თუმცა ვფიქრობ მეხსიერების ბარათი საერთოდ არ არის საჭირო, რადგან 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება საშუალო კლასის სმარტფონისთვის სრულიად საკმარისია.

ხელში დაჭერის დროს თქვენ აუცილებლად იგრძნობთ სმარტფონის სითხელეს და მის კომპაქტურობას, მიუხედავად ეკრანის და ბატარიის ზომისა. სმარტფონში წარმოდგენილი სისტემა საკმაოდ სწრაფია და ვერ იგრძნობთ შეფერხებებს.

შემდეგ პოსტში შემოგთავაზებს ოპერაციული სისტემის და პერფომანსის დეტალურ განხილვას, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადაწყვიტოთ ღირს თუ არა P Smart-ის შეძენა შესაბამისი ფასის კატეგორიაში.

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Nodar Sikharulidze

იხილეთ ასევე

OnePlus 6 Bootloader Unlock, TWRP & Root Install (დაყენება)

დღევანდელ სტატიაში, ალბათ სათაურიდან გამომდინარეც მიხვდებოდით ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა გახსნათ OnePlus 6 – ზე …