მთავარი / სტატიები / Xiaomi-ს კიდევ ერთი პრემიუმ სმარტფონი ხელმისაწვდომ ფასად: Mi 6X(Mi A2)

Xiaomi-ს კიდევ ერთი პრემიუმ სმარტფონი ხელმისაწვდომ ფასად: Mi 6X(Mi A2)

Xiaomi-მ კიდევ ერთი საინტერესო სმარტფონი Mi 6X შემოგვთავაზა(რომელიც გლობალურ ბაზარზე Mi A2-ის სახელით და AndroidOne პროგრამით წარსდგება). მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონი პრემიუმ დიზაინით და მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით გამორჩეულია, მისი საბაზრო ღირებულების საწყისი ფასი 250 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც ამ დრონის სმარტფონისთვის ნამდვილად მგრძნობიარე ფასია და შეიძლება თანამად ითქვას, რომ იდენტური ფასის კატეგორიაში კონკურენტი არ ჰყავს.

სმარტფონის შემადგენლობაში არის 5.99 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი FHD რეზოლუციის IPS LCD ეკრანი, Qualcomm Snapdragon 660-ის 14 ნანომეტრიანი ჩიფსეტი(რომელსაც დამატებული აქვს AIE პროცესორი ხელოვნური ინტექტისთვის), 4/6 გიგაბაიტიანი LPDDR4x ოპერაცტიული მეხისერება, 64/128 გიგაბაიტიანი eMMC5.1 შესანახი მეხსიერება, IR პორტი(რაც მნიშვნელოვანია სმარტფონების მახასიათებლებში და ასრულებს პულტის ფუნქციას), USB C პორტი, 3010 მილიამპერიანი ბატარეა QC3.0 სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, Bluetooth 5.0, ორმაგი სიმ-ბარათის სლოტი ორმაგი VoLTE მხარდაჭერით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და სპეციალური ახალი ხმოვანი ასისტენტი.

სმარტფონში გვხდება ორმაგი AI მთავარი კამერის სისტემა, საიდანაც ერთი არის 12 მეგაპიქსელიანი SONY IMX486 1/2.9 დიუმის ზომის სენსორი 1.25 მიკრონის ზომის პიქსელებით და F1.75 დიაფრაგმიანი ლინზებით, ხოლო მეორე კამერა 20 მეგაპიქსელიანი SONY IMX376 არის 1/2.8 დიუმის ზომის სენსორით F1.75 დიაფრაგმიანი ლინზებით და 2.0 მიკრონის ზომის პიქსელებით(სპეციალური ღამის რეჟიმის დამხარებით პიქსელების ზომა იზრდება 4-ჯერ და 1.0 მიკრონის ზომის პიქსელების ნაცვლად ვღებულობთ 2.0 მიკროს, რის გამოც ღამის გადაღების დროს გამოსახულება უფრო ნათელი და დეტალურია). აქ ასევე გვხდება AI ტექნოლოგია, რომელიც 25 სხვადასხვა კატეგორიის რეჟიმიდან 206 ობიექტის ამოცნობა შეუძლია, ასევე გვაქვს პორტრეტის რეჟიმიც და 4K ვიდეო გადაღებაც.

წინა კამერა 20 მეგაპიქსელიანი SONY IMX376-ის 1/2.8 დიუმის ზომის სენსორი გახლავთ 2.0 მიკრონის ზომის პიქსელებით და F2.0 დიაფრაგმიანი ლინზებით. აქაც გვხდება A1 ტექნოლოგია, რომელსაც 12 სხვადასხვა პარამეტრების შემოთავაზება შეუძლია და გამოსახულებას უფრო მკვეთრს ხდის.

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Nodar Sikharulidze

იხილეთ ასევე

OnePlus 6 Bootloader Unlock, TWRP & Root Install (დაყენება)

დღევანდელ სტატიაში, ალბათ სათაურიდან გამომდინარეც მიხვდებოდით ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა გახსნათ OnePlus 6 – ზე …