მთავარი / სტატიები / MEIZU-ს ორი ახალი ფლაგმანური სმარტფონი 15 და 15 Plus

MEIZU-ს ორი ახალი ფლაგმანური სმარტფონი 15 და 15 Plus

Meizu-მ ორი ახალი ფლაგმანური სმარტფონი წარმოგვიდგინა 15 და 15 Plus, რომლებსაც გაგაცნობთ აღნიშნულ სტატიაში დეტალურად.

Meizu-მ საბოლოოდ დააღწია თავი Qualcomm-თან ერთად და ამჯერად შემოგვთავაზა თავისი ახალი ფლაგმანური სმარტფონი Snapdragon 660-ის ჩიფსეტით, რადგან აღნიშნული ჩიფსეტი საშუალო კლასის სმარტფონებისთვის არის განკუთვნილი, ფასიც შესაბამისია და მისი შეძენა დაახლოებით 400 ამერიკულ დოლარად შეგვეძლება. Meizu 15-ის შემადგენლობაში ასევე არის 5.46 დიუმიანი FHD რეზოლუციის 16:9 ფორმატიანი Super AMOLED ეკრანი კორპუსთან 80 პროცენტიანი თანაფარდობით, 3000 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი კორპუსის წინა პანელზე MEngine ტექნოლოგიით(რომელიც ღილაკზე თითის დადების დროს ვიბრაციას გადმოსცემს, iPhone-ის სტილში), 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64/128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება და აუდიო ჯეკი. Meizu 15 Plus-ის შემთხვევაში იგივე მახასიათებლები გვხდება ძირითადათ, თუმცა აქ შემოთავაზებულია Exynos 8895-ის ჩიფსეტი(რაც გვხდება Galaxy S8-ში), 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 3500 მილიამპერიანი ბატარეა და 5.95 დიუმიანი QHD რეზოლუციის ეკრანი.

 

ორივე სმარტფონის შემადგენლობაშია ორმაგი 12 და 20 მეგაპიქსელიანი კამერის სისტემა, 12 მეგაპიქსელიანი Sony IMX380-ის 1/2.3 დიუმის ზომის სენსორი 1.55 მიკრონის ზომის პიქსელებით და 20 მეგაპიქსელიანი Sony IMX350-ის 1/2.78 დიუმის ზომის სენსორი 1.0 მიკრონის ზომის პიქსელებით(ზუსტად იდენტური კამერები, რაც გვხდება Huawei P20-ში). აქ ასევე გვხდება F1.8 დიაფრაგმიანი ლინზები, 4 AXIS ოპტიკური სტაბილიზაცია, ელექტრონული სტაბილიზაცია, 3X უდანაკარგო ზუმი, ექვსმაგი LED განათება, ფაზოვანი ფოკუსი, ლაზერული ფოკუსი და სპეციალური HDR ალგორითმი Arcsoft-ისგან(Google-ის HDR+ ალგორითმის იდენტური). წინა კამერად წარმოდგენილია 20 მეგაპიქსელიანი Sony IMX350-ის სენსორი F2.0 დიაფრაგმიანი ლინზებით.

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Nodar Sikharulidze

იხილეთ ასევე

OnePlus 6 Bootloader Unlock, TWRP & Root Install (დაყენება)

დღევანდელ სტატიაში, ალბათ სათაურიდან გამომდინარეც მიხვდებოდით ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა გახსნათ OnePlus 6 – ზე …