მთავარი / სტატიები / Honor 10: მეტი ვიდრე სმარტფონი

Honor 10: მეტი ვიდრე სმარტფონი

რამდენიმე დღის წინ Honor-მა გამოუშვა ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Honor 10. ვინც არ იცით, Honor-ი არის Huawei-ს ქვე-ბრენდი, რომელიც ხელმისაწვდომი სმარტფონების წარმოებით არის ცნობი. წინა წელს Honor 9 საკმაოდ პოპულარული იყო, ამიტომ კომპანიამ არ დააყოვნა და წელს მორიგი სმარტფონი გამოუშვა. ალბათ დამეთანხმებით, რომ წინა ნაწილის შეხედვისას გვახსენდება P20, მაგრამ უკანა მხარეს კამერები არაა ვერტიკალურად  განლაგებული iPhone X-ის მსგავსად (ნახევარ კუნძულზე არაფერს ვამბობ),მისი უკანა ნაწილი  შუქზე ფერს იცვლის როგორც P20-ში .

რაც შეეხება Honor 10-ის ტექნიკურ მახასიათებლებს, ისინი ასე გამოიყურება: სმარტფონი აღჭურვილი იარის Kirin 970  პროცესორით, რომელსაც კომპანიონობას 4 და 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება გაუწევს, სმარტოფნს ასევე გააჩნია AI ხელოვნირი ინტელექტი, რომელიც ჩაშენებულია კამერაშიც, როგორც აქვს P20-ს. მოწყობილობის ეკრანი არის 5.84 დიუმის ზომის, გაფართოებით 1920×2280 (FHD), ელემენტის მოცულობა კი 3400 მილიამპერამდე გაიზარდა.

სმარტფონი აღჭურვილია ორმაგი კამერით, რომელთაგან ერთ-ერთი ტელეფოტო ლინზაა, ანუ მას შეუძლია 2x ოპტიკური ზუმით გამოსახულების მოახლოება. ეს Huawei-ის მხრიდან ტრადიციის დარღვევა არის, ვინაიდან ის თავის ორ კამერიან სმარტფონებში ერთს ყოველთვის ფერადსა და მეორეს ყოველთვის შავ-თეთრს გვთავაზობდა. ახალი კამერების მეგაპიქსელების რიცხვი გაიზარდა, ახლა ტელეფოტო კამერა 24 მეგაპიქსელიანია, ხოლო ჩვეულებრივი კამერაც 16 მეგაპიქსელი, ორივე მათგანს f/1.8 დიაფრაგმიანი ლინზები აქვთ.  სმარტფონს გააჩნია 24 მეგაპიქსელიანი წინა კამერაც, რომელსაც 1920×1080 ვიდეო გადაღების შესაძლებლობა აქვს.

Honor 10 ხელმისაწვდომი იქნება 4 ფერში: მეწამულის ფერი, ლურჯი, შავი და ნაცრისფერში, ხოლო საწყისი ფასი 415 ამერიკული დოლარი გახლავთ.

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Lasha Omarashvili

იხილეთ ასევე

OnePlus 6 Bootloader Unlock, TWRP & Root Install (დაყენება)

დღევანდელ სტატიაში, ალბათ სათაურიდან გამომდინარეც მიხვდებოდით ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა გახსნათ OnePlus 6 – ზე …