ახალი ამბები
მთავარი / სტატიები / Motorola-მ Moto G6 და Moto E5 წარადგინა

Motorola-მ Moto G6 და Moto E5 წარადგინა

დღეს Motorola-მ წარადგინა Moto G და Moto E სერიის ახალი წარმომადგენლები. ისინი $100-$300 ფასის ფარგლებში გაიყიდება. მართალია ისინი არ არიან ფლაგმანური სერიის სმარტფონები და არც განსაკუთრებული მახასიათებლები აქვთ, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. Moto G სერიის სმარტფონები კომპანიის საუკეთესოდ გაყიდვადი მოდელებია და მათი თქმით მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი სმარტფონები ამ ფასის შუალედში.

დღეს ვიხილეთ 4 ახალი სმარტფონი: Moto G6; Moto G6 Play; Moto E5 Plus და Moto E5 Play. ოთხივე მათგანს აქვს 3.5 მილიმეტრიანი ჯეკი ყურსასმენებისთვის, თითის ანაბეჭდის სკანერი, მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა და ყველა საჭირო ფუნქცია კომუნ იკაციისთვის, მათ შორის NFC. ოთხივე მათგანი ყუთიდანვე მუშაობს Android 8.0 ოპერაციულ სისტემაზე. მოდი ახლა ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ მათი ტექნიკური მახასიათებლები.

Moto G6 და Moto G6 Play ვიზუალურად მსგავსი სმარტფონებია. ორივე მათგანს აქვს 18:9 თანაფარდობის ეკრანი შედარებით მცირე ჩარჩოებით, რაც საკმაოდ კარგად გამოიყურება. უკანა მხარეს აქვთ რკალისებური კუთხეები, თუმცა Moto G6-ს უფრო მაღალი ხარისხის Gorilla Glass-ის უკანა მხარე აქვს Moto G6 Play-ს კი შედარებით დაბალი ხარისხის, polymer-ის შუშა.  ორივე მათგანს აქვს 5.7 ინჩის ზომის ეკრანი, თუმცა ამ შემთხვევაშიც, G6 უკეთესია, მისი ეკრანი არის  FullHD გაფართოების, რომელიც უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე G6 Play-ს HD გაფართოების ეკრანი, თუმცა ამ უკანასკნელზეც ვერ ვიტყვით რომ ცუდი ეკრანი აქვს. Moto G6-ს ერგო Snapdragon 450 და 32/3; 64/4 მეხსიერებები ხოლო G6 Play-ს Snapdragon 427 და 16/2; 32/3 მეხსიერებები. კამერას რაც შეეხება G6 Play აქაც გვეჩაგრება, რადგან სტანდარტულ G6-ში ვხვდებით ორ მთავარ კამერას, შედარებით იაფიან G6 Play-ში კი მხოლოდ ერთ 12 მეგაპიქსელის ზომის კამერას. G6-ს აქვს პორტრეტული ფოტოების გადაღების საშუალება და მშვენივრად უმკვლავდება ამ დავალებას. Moto G6-ს აქვს 3000 mAh ზომის ელემენტი, Moto G6 Play-ს კი უფრო დიდი, 4000 mAh ზომის, რაც მთელი დღის განმავლობაში დატვირთული ხმარებისას თავისუფლად გეყოფათ. ასევე Moto G6-ს როგორც წინა წლის G სერიის სმარტფონებს წინა მხარეს აქვს თითის ანაბეჭდის სენსორი, რომელსაც შეუძლია ჟესტების აღქმა და ანდროიდის ნავიგაციის ბარის ჩანაცვლება, რაც საკმაო ადგილს ათავისუფლებს ეკრანზე. მას ასევე ერგო  USB Type C ხოლო G6 Play-ს ისევ საკმაოდ მოძველებული Micro USB აქვს.

როგორც ავღნიშნეთ Motorola-მ ასევე წარადგინა Moto E5 Plus და Moto E5 Play, ახლა ცოტა ამ სმარტფონებზეც ვისაუბროთ. Moto E5 Plus-ს აქვს 6 ინჩის ზომის ეკრანი HD რეზოლუციით, შუშის უკანა პანელი, 12 მეგაპიქსელი ზომის მთავარი კამერა, მას ერგო Snapdragon 435 ჩიპსეტი და 32/3 მეხსიერება. მისი დიდი უპირატესობა კი 5000 mAh ზომის ელემენტია, რაც მართლაც დიდი ხნის განმავლობაში გეყოფათ. რაც შეეხება Moto E5 Play-ს ის დღეს წარდგენილი ყველაზე იაფფასიანი სმარტფონია. მას არ აქვს არც 18:9 თანაფარდობის ეკრანი და არც შუშის უკანა მხარე. გამოიყურება ისე როგორც მოტოროლას ძველი E და G სერიის სმარტფონები, აქვს სტანდარტული პლასტმასის კორპუსი, 5.2 ინჩის ზომის HD გაფართოების ეკრანი, თუმცა საკმაოდ პატარა, 2800 mAh ზომის შეცვლადი ელემენტი.

მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს მოტოროლამ საკმაოდ კარგი სმარტფონები წარადგინა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია წინა წელთან შედარებით. წელს Motorola-ს სმარტფონებში ვხვდებით 18:9 შეფარდების ეკრანებს, რაც უკვე სტანდარტი გახდა, თუმცა წინა წლის Motorola-ს სმარტფონებში არ გვიხილავს. შედარებით გაუმჯობესებულია სმარტფონების დიზაინი. Moto G6-ში გვაქვს USB Type C და საკმაოდ კარგი ორმაგი მთავარი კამერა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ეს სმარტფონი ნამდვილად იქნება ერთერთი საუკეთესო საშუალო კლასში. Moto E5 Plus-ს კი საკმაოდ დიდი ელემენტი აქვს, რაც ნამდვილად მოხიბლავს იმ ადამიანებს ვისაც სმარტფონის დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება სურთ დაუტენავად. ასევე როგორც ყოველთვის Motorola-ს სმარტფონები საკმაოდ სწრაფად გრძნობენ თავს და მათ ხარისხიც არ დაეწუნებათ. ასე რომ თუ ვინმე ახლო მომავალში გეგმავთ საშუალო კლასის სმარტფონის შეძენას თავისუფლად შეგიძლიათ დაელოდოთ Motorola-ს ამ ახალ მოდელებს, ეს ბრენდი როგორც ყოველთვის, წელსაც ძალიან კარგ საშუალო კლასის და ბიუჯეტურ სმარტფონებს გვთავაზობს, ხელმისაწვდომ ფასად.

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Beka Tabidze

იხილეთ ასევე

Samsung Galaxy S Light Luxury – Samsung Galaxy S8-ის იფფასიანი ვარიანტი

Samsung Galaxy S Light Luxury, ცნობილი როგორც Galaxy S8 Lite ოფიციალურად წარსდგა ჩინეთის ბაზრისთვის.  მისი …