ახალი ამბები
მთავარი / სტატიები / TOP 5 მუსიკალური დამკვრელი Android-ზე

TOP 5 მუსიკალური დამკვრელი Android-ზე

 

Android ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებს ხომ ყუთიდანვე მოყვებათ მუსიკალური დამკვრელი, რატომ ვეძებთ ალტერნატივებს? ხშირ შემთხვევაში სტანდარტულ დამკვრელად Google Play Music გვხვდება, ზოგჯერ კი ბრენდის ქარხნული დამკვრელი. ისინი მშვენივრად უმკვლავდებიან თავიანთ დავალებას და უკრავენ მუსიკას, თუმცა თითოეული მათგანს შეზღუდული ფუნქციები აქვს, ზოგჯერ უფრო მრავალფუნქციურ დამკვრელს ვეძებთ, ზოგჯერ კი მისი სამომხმარებლო ინტერფეისი არ მოგვწონს და შეცვლა გვინდა. ამიტომ ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მუსიკალურ დამკვრელს, გამორჩეულს მრავალფუნქციურობით და განსხვავებული სამომხმარებლო ინტერფეისით.


Poweramp

უფასო/$3.99

Google Play Store

 

ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური დამკვრელი, რომელიც ბევრ ადამიანს მოსწონს. აქვს საკმაოდ ლამაზი ინტერფეისი. Google Play Store-ში არის თემები, რომლებიც შეგიძლიათ გადმოწეროთ და საკუთარ თავზე მოირგოთ აპლიკაცია. ეს არის საკმაოდ მრავალფუნქციური დამკვრელი, თითქმის ყველა ტიპის აუდიო ფაილის მხარდაჭერით. აპლიკაციაში თქვენ იპოვით საინტერესო ვიჯეტებს, შეცვლით ჩანართებს, გამოიყენებთ Equalizer-ს და ნახავთ სხვა ოპციებსაც. ეს არის საკმაოდ საინტერესო და მრავალფუნქციური დამკვრელი, რომელიც უკმაყოფილოს არცერთს დაგტოვებთ.

 

BlackPlayer

უფასო/$2.69

Google Play Store

 

ეს არის საკმაოდ მარტივი ინტერფეისის მქონე, ამავდროულად მრავალფუნქციური დამკვრელი. აქვს მინიმალისტური დიზაინი, რომელიც ბევრს მოეწონება. მასში შეხვდებით ბევრ საჭირო ფუნქციას, Equalizer-ს, ვიჯეტებს, ჩანართების ედიტორს და სხვა საინტერესო ფუნქციებს. ამ დამკვრელით შეძლებთ მოუსმინოთ თითქმის ყველა ტიპის აუდიო ფაილს. ფასიან ვერსიაში ვხვდებით მეტ ფუნქციონალს ვიდრე ეს უფასოშია, თუმცა უფასო ვერსიაც საკმაოდ ფუნქციონალური და ლამაზია.

        

n7player

უფასო/3$49

Google Play Store

ეს არის აბსოლიტურად განსხვავებული დამკვრელი, საინტერესო და გამორჩეული ინტერფეისით. აპლიკაციაში შეგხვდებათ ფუნქციებს როგორიცაა ჩანართების რედაქტორი, Equalizer და სხვა საინტერესო ფუნქციები. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ საკუთარ გემოვნებას მოარგოთ დასაკრავი სია და შექმნათ კოლექციები. მართალია ეს დამკვრელი არ გამოირჩევა მრავალფუნქციურობით თუმცა ერთერთი საკმაოდ ლამაზი და გამორჩეულია ამ ტიპის აპლიკაციებს შორის.

  

JetAudio

უფასო/$3.99+$2.99

Google Play Store

ეს დამკვრელი დიდიხანია Android-ის მომხმარებლების ერთერთი ფავორიტია, რადგან საკმაოდ მრავალფუნქციურია და შეიძლება ითქვას ერთერთი ყველაზე მრავალფუნქციური მუსიკალური დამკვრელია. აქვს საკმაოდ საინტერესო ინტერფეისი. Equalizer, რომლსაც საკმაოდ ბევრი ეფექტი აქვს, დაგეხმარებათ სრულად აკონტროლოთ მუსიკის ხმა და თქვენს გემოვნებას მოარგოთ. როგორც სხვა დამკვრელებში აქაც ნახავთ ჩანართების ედიტორს და ვიჯეტებს. უფასო და ფასიან ვერსიას შორის კი მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ფასიან ვერსიაში არ შეხვდებით რეკლამებს.


Musixmatch

უფასო

Google Play Store

 

ამ დამკვრელს აქვს თითქმის ყველა საჭირო ფუნქცია, რაც სხვა დამკვრელებსაც აქვთ, თითქოსდა ის არაფრითაა განსხვავებული, მაგრამ მას გამოარჩევს ერთი ფუნქცია, ეს არის Lyrics მხარდაჭერა. ამ აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ მოსუმიოთ მუსიკას და იმღეროთ. შეუძლია ამოიცნოს სიმღერები რეალურ დროში, რომელსაც ვუკრავთ Youtobe-ზე, Spotify-ში, Apple Music-სა თუ სხვა ნებისმეირ დამკვრელში და გვაჩვენოს მათი Lyrics. ეს საკმაოდ მოსახერხებელი და გამოსადეგი ფუნქციაა.

 

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Beka Tabidze

იხილეთ ასევე

Samsung Galaxy S Light Luxury – Samsung Galaxy S8-ის იფფასიანი ვარიანტი

Samsung Galaxy S Light Luxury, ცნობილი როგორც Galaxy S8 Lite ოფიციალურად წარსდგა ჩინეთის ბაზრისთვის.  მისი …