ახალი ამბები
მთავარი / სტატიები / Xperia XZ2 Premium: Sony-ს რევოლუციური სმარტფონი ორმაგი მთავარი კამერით და 4K ეკრანით

Xperia XZ2 Premium: Sony-ს რევოლუციური სმარტფონი ორმაგი მთავარი კამერით და 4K ეკრანით

Sony-მ საბოლოოდ დაგვდო პატივი და წარმოგვიდგინა ახალი 4K ფლაგმანური სმარტფონი Xperia XZ2 Premium, რომელიც სუპერ ეკრანთან ერთად რევოლუციურ ორმაგი კამერის სისტემას გვთავაზობს. სანამ სხვა დეტალებზე გადავალ გეტყვით, რომ XZ2 Premium-ის დიზაინი იდენტურია XZ2-ის.

კამერა

Xperia XZ2 Premium-ის  ორმაგ მთავარ კამერად წარმოდგენილია 19 მეგაპიქსელიანი(ეფექტური 21 მილიონი პიქსელი) 1/2.3 დიუმის ზომის სენსორი 1.22 მიკრონის ზომის პიქსელებით F1.8 დიაფრიაგმიანი ლინზებით და 12 მეგაპიქსელიანი 1/2.3 ზომის სენსორი 1.55 მიკრონის ზომის პიქსელებით F1.6 დიაფრაგმიანი ლიზენბით, მის შემადგენლობაში Bionz და AUBE კამერის პროცესორები(რომელიც ორივე კამერისგან მაქსიმალურ პეფომანს იღებს), RBBC-IR სენსორი, 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი, ლაზერული ავტოფოკუსი და 5 AXIS(ღერძიანი) ელექტრონული და ოპტიკური ჰიბრიდული სტაბილიზაცია. დიდი სიახლეა ISO მგრძნობელობაზე, სადაც ფოტო გადაღებაზე გვხდეება 51200 მაჩვენებელი და ვიდეო გადაღებაზე 12800. კამერის ერთ-ერთ მთავარ სიახლედ 4K HDR ვიდეოს გადაღება გვევლინება, რაც ძალიან კარგი სიახლეა სმარტფონების სამყაროში! აქვე მინდა გაცნობოთ, რომ ორვე კამერა 7 ლინზიანია, რაც დღევანდელ ფალგამნურ სმარტფონებზში არ გვხდება.

მონოქრომული კამერით შესაძლებელია მონოქრომული ეფექტის ფოტოს და ვიდეოს გადაღება ამასთანავე ის 19 მეგაპიქსელიან სენსორთან ერთდროულად მუშაობს, რაც ღამით გადაღების დროს მაქსიმალურად საუკეთესო შედეგს მოგვცემს იმის გათვალისწინებით, რომ მას გიგანტური ზომის პიქსელები აქვს. პროგრამულ შემადგენლობაში შედის: მულტი ფოტოს გადაღება და გაერთიანება ერთ ფოტოში მაქსიმალური ხარისხის მისაღებად, ახალი “ბოკე” ეფექტი(რომელიც პორტრეტის რეჟიმის ფუნქციას ასრულებს) და 8X ზუმი.

კამერას ასევე აქვს  “სუპერ შენელებული” ვიდეოს გადაღება FHD და HD რეზოლუციით 960 კადრით წამში, ასევე შესაძლებელია სტანდარტული შენელებული ვიდეოს გადაღება 120 კადრით წამში. XZ2 Premium კვლავ პირველია აღნიშნული სიახლით, რაც სმარტფონს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

წინა კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი  სენსორი FHD რეზოლუციის ვიდეო გადაღების შესაძლებლობით და 5 AXIS ელექტრონული სტაბილიზაციით. 3D Creator აპლიკაცია უკვე წინა კამერაზეც მუშაობს.

აუდიო სისტემა

Xperia XZ2 Premium-ში წარმოდგენილია 20%-ით მძლავრი სტერეო დინამიკები(ვიდეო ბოლო ფლაგმანურ სმარტფონში გვხდება) S-Force აუდიო ჩიპით, აქ ასევე შემოთავაზებულია Hi-Res (LPCM, FLAC, ALAC, DSD ფორმატები)აუდიო სისტემა DSEE HX, LDAC)საუკეთესო ხარისხის მისაღებად უკაბელო ყურსასმენებში, Clear Audio+ და aptX™ HD აუდიო ტექნოლოგიები. მარტივად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო აუდიო სისტემა.

დინამიური ვიბრაციის ტექნოლოგია

სმარტფონში წამროდგენილია ახალი DVS(დინამური ვიბრაციის ტექნოლოგია), რომელიც ფილმის ყურების ან თამაშის დროს გადმოსცემს შესაბამის ვიბრაციებს, ხოლო ვიბრაციის სიმძლავრის დარეგულირება ან გათიშვა შესაძლებელია თქვენი სურვილისამებრ. დინამიურ ვიბრაციის სისტემას ამუშავებს სპეციალური ძრავი, რომელიც აპარატურულად არის წარმოდგენილი სმარტფონში.

ეკრანი

XZ2 Premium-ში წარმოდგენილია 5.8 დიუმიანი IPS LCD TRILUMINOS ეკრანი 4KHDR ტექნოლოგიით, რომელიც გვთავაზობს შესაბამის კონტექსტს Amazon Prime-ის და Netlfix-ის მხარდაჭერით. HDR ტექნოლოგია გულისხმობს გამოსახულების უფრო მეტ დეტალიზაციას და გაცილებით მეტი ფერების აღქმას.

პერფომანსი

Xperia XZ2 Premium-ის შემადგენლობაში გვხდება 10 ნანომეტიანი სუპერ მძლავრი ჩიფსეტი Snapdragon 845, 6 გიგაბაიტიანი LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 400 გიგაბაიტიანი UFS2.1 ტექნოლოგიის ბარათით, სუპერ სწრაფი თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, Android 8.1 ოპერაციული სისტემა(რომელიც მრავალი წელი მიიღებს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს),  “QiWireless” უკაბელო დამუხტვის ტექნოლოგია, IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, 3540 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით და ორი სიმ-ბარათის სლოტი, როივე 4G LTE ქსელების მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Nodar Sikharulidze

იხილეთ ასევე

Samsung Galaxy S Light Luxury – Samsung Galaxy S8-ის იფფასიანი ვარიანტი

Samsung Galaxy S Light Luxury, ცნობილი როგორც Galaxy S8 Lite ოფიციალურად წარსდგა ჩინეთის ბაზრისთვის.  მისი …