მთავარი / სტატიები / Huawei P20-ის ოფიციალური დიზაინი TEENA-ზე გამოჩნდა

Huawei P20-ის ოფიციალური დიზაინი TEENA-ზე გამოჩნდა

ჩინურ TEENA-ზე Huawei-ს მომავალმა ფლაგმანურმა სმარტფონმა P20-მა გაიარა სერთიფიცირება კოდით EML-TL00, რომელსაც საკმაოდ უცნაური დიზაინი აქვს. კორპუსის წინა პანელზე ეკრანში შეჭრილი კამერები iPhone X-ის სტილში და ფიზიკური ღილაკი, ხოლო უკანა პანელზე ორმაგი კამერე შესაბამისი წარწერებით Lenovo Vibe Shot-ის სტილში. მინდა ავღნიშნო, რომ Huawei P10-ის დიზაინი ბევრად დახვეწილად გამოიყურება.

კორპუსის გვერდზე პანელზე სტანდარტული ღილაკებია განთავსებული, ხმის ამწევ-დამწევი და ჩართვა-გამორთვის ღილაკები.

როგორც ჩანს Huawei-მ ვერ მოახერხა ეკრანში ჩაეშენებინა თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, შესაბამისი არასტაბილურობის პრობლემის მიზეზით, თუმცა უკანა პანელზე განთავსება კარგი ვარიანტი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ Huawei P20-ის სერიას ვიხილავთ 27 მარტს სპეციალურ ღონისძიებაზე და არა MWC ღონისძიებაზე. შესაძლოა Huawei-მ გადაწყვიტა, რომ ჯერ სხვა ბრენდებს დაელოდებოდა, ნახავდა რა ინოვაციებს შემოგვთავაზებდნენ და შემდეგ თავის ალტერნატივას შემოგვთავაზებს. 🙂

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Nodar Sikharulidze

იხილეთ ასევე

Pocophone Launcher ყველა Android მოწყობილობაზე

არც თუ ისე დიდიხანია რაც Xiaomi – მ წარმოადგინა ახალი მოდელი, ახალი სახელოწდებით: Pocophone  (By Xiaomi) …