მთავარი / სტატიები / ARCHOS Hello: ჭკვიანი ეკრანი Android Oreo-ს სისტემით და Google-ის ასისტენით

ARCHOS Hello: ჭკვიანი ეკრანი Android Oreo-ს სისტემით და Google-ის ასისტენით

ფრანგულმა ბრენდმა Archos-მა ინოვაციური მოწყობილობები ტრენდს თავისი ვარიანტით უპასუხა და გამოუშვა ჭკვიანი ეკრანი “Hello”, რომელიც წარმოდგენილია ორ ვარიანტად, 8.4 დიუმიანი FHD რეზლუციის ეკრანით და 7 დიუმიანი HD რეზოლუციის ეკრნაით. წინა პანელზე ეკრანთან ერთად კორპუსის მესამედ ნაწილში მაღალი ხარისხის დინამიკია განთავსებული მიკროფონთან ერთად(რომელიც განკუთვნილია ასისტენტისთვის და ვიდეო ზარებისთვის). აქ ასევე გვხდება 5 მეგაპიქსელიანი კამერა, რომლითაც შეძლებთ ვიდეო ზარების განხორციელაბს.

Hello-ს შემადგენლობაში ასევე გვხდება 4 ბირთვიანი პროცესორი, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება და 4000 მილიამპერიანი ბატარეა. მას ასევე გააჩნია WiFi და Bluetooth ტექნოლოგიები.

Hello მუშაობს უახლეს ოპერაციულ სისტემაზე Android Oreo-ზე, რომელშიც ინტეგრირებულია რამდენიმე გასართობი და პროდუქტიული აპლიკაციები.

კომენტარები

კომენტარები

შესახებ Nodar Sikharulidze

იხილეთ ასევე

Pocophone Launcher ყველა Android მოწყობილობაზე

არც თუ ისე დიდიხანია რაც Xiaomi – მ წარმოადგინა ახალი მოდელი, ახალი სახელოწდებით: Pocophone  (By Xiaomi) …