მთავარი / სტატიები / Google Pixel 2 “Now Playing” ფუნქცია სხვა Android ებზე

Google Pixel 2 “Now Playing” ფუნქცია სხვა Android ებზე

დღის განმავლობაში შესაძლებებლია საკმაოდ ხშირად საჭესთან უსმენდეთ რადიოს, სადაც ხშირად ბევრი ისეთი მუსიკა გხვდებათ, რომელიც მოგწონთ, მაგრამ ვერ ახერხებთ დაადგინოთ თუ რომელი მუსიკა არის ან ვინ არის შემსრულებელი? იმიტომ რომ თქვენ საჭესთან ხართ და არ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქენი ფავორიტი აპლიკაცია, რომლის დახამრებითაც შეძლებთ ამოიცნოთ ესა თუ ის მუსიკა, რადგან საჭის მართვისას დისკომფორტია ტელეფონის აპლიკაციების ძიება, მათი გახსნა და გამოყენება.

ამ ყველაფრის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი, ეს ფუნქცია ახლა უკვე Google Pixel 2 – ში შეგხვდებათ, რომლის დახამრებითაც შეგიძლიათ ამოიცნოთ ნებისმიერი მუსიკა და მოუსმინოთ თქვენთვის სასურველ Stream – აპლიკაციებში, საიტებზე,სერვერებზე. ამ ფუნქციის დაყენება შესაძლებელია სხვა Android Device – ებზეც და დღევანდელი სტატიის მთავარი მიზანიც არის ის რომ ჩვენც Google Pixel 2 – მსგავსად დავაყენოთ აღნიშნული ფუქნცია და შესაძლებლობა.

იმისათვის რომ აღნიშნული ფუნქცია გავმართოთ ჩვენს მობილურ ტელეფონებში საჭიროა რამოდენიმე ეტაპის გავლა:

1) გადმოწერეთ და დააყენეთ Shazam.

Shazam გადმოწერა OneDrive

2) ჩართეთ Auto Shazam.

რამოდენიმე წამი დააჭირეთ Shazam ის სენსორულ ღილაკს და ჩართეთ Auto Shazam, როგორ სურათებზეა ნაჩვენები.

3) ამოიცნობს ახლა უკვე ავტომატურად Shazam – ი მუსიკას.

თუ თქვენი ტელეფონის ეკრანი ჩამქვრალ რეჟიმშია არ შეგეშინდეთ Shazam – ი ავტომატურად ამოიცნობს მუსიკას,არტისტს და აშ.

ელემენტის სასიცოცხლო მოცულობის გამოყენება და Data Usage.

ჩვენი ტესტების და სხვა დეველოპერების მიერ ჩატარებული “კვლევების” საფუძველზე Background Data გამოყენებული იყო 36% მდე Auto რეჟიმზე, ხოლო მათ ვინც ამ ფუნქციას რთავდა და თიშავდა 16% მდე.

თუ თქვენც გსურთ ამ ფუნქციის გათიშვა მარტივად, ჩამოწიეთ თქვენი შეტყობინებების პანელი და დააჭირეთ Turn OFF.

პატივისცემით AndroidOS.Ge – ს ადმინისტრაცია!

კომენტარები

კომენტარები

შესახებ giorgi8820

იხილეთ ასევე

უსაფრთხო გზა “Blotware” (ზედმეტი ფაილების) გასათიშად Galaxy S8 & S8+ ში

Android – მომხმარებლების უმრავლესობისათვის ერთ – ერთ აქტუალურ და “შემაწუხებელ” საკითხად დღემდე რჩება ზედმეტი აპლიკაციებისგან …