მთავარი / სტატიები / უსაფრთხო გზა “Blotware” (ზედმეტი ფაილების) გასათიშად Galaxy S8 & S8+ ში

უსაფრთხო გზა “Blotware” (ზედმეტი ფაილების) გასათიშად Galaxy S8 & S8+ ში

Android – მომხმარებლების უმრავლესობისათვის ერთ – ერთ აქტუალურ და “შემაწუხებელ” საკითხად დღემდე რჩება ზედმეტი აპლიკაციებისგან ე.წ “Blotware” – სგან გათავისუფლება.

აღნიშნული ფაილები ძირითადად გახლავთ ოპერატორის აპლიკაციები, როგორებიცაა: at&t,Sprint,Verizon,Boost Mobile,Metro PCS,T-Mobile და აშ.

აღნიშნული აპლიკაციები სრულიად გამოუსადეგარი განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში სადაც აღნიშნული ოპერატორებს არ იყენებენ მობილურის მოხმარებლები.

დღევანდელ სტატიაში განხილულია ზედმეტი ფაილებისგან გათავისუფლება SAMSUNG – ის ამჟამინდელ ბოლო მოდელ ფლაგმანზე Galaxy S8 & S8+ ზე სწრაფად, მარტივად და რაც მთავარია უსაფრთხოდ.

ამ ყველაფერის წარმატებით გასაკეთებლად საჭიროა რამდენიმე ნაბიჯი:

1) გადმოწერეთ Blotware Remove XML – ფაილი.

გადმოწერა OneDrive Blotware Remover XML

XML ფაილის დაშიფრვა შეგიძლიათ იხილოთ Spoiler – ში (დაზუსტებით იხილავთ, თუ რა პროცესები გაითიშება XML ფაილის Import – ის შემდეგ).

XML

2) გადმოწერეთ Package Disabler Pro

Package Disabler Pro (Play Store) ში ფასიანი Product – ია ამიტომ შეგიძლიათ გადმოწეროთ ჩვენი საიტიდან Pro ვერსიის გამშვები APK ფაილი პირდაპირ და მარტივად.

აღნიშნული აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ Samsung – ის ბრენდის SmartPhone – ებზე.

გადმოწერა OneDrive Package Disabler Pro

3) დააყენეთ ასევე PDP Engine

PDP Engine – არის Package Disabler Pro – ს მუშაობისათვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი ე.წ Plugin – ი.

გადმოწერა OneDrive PDP Engine

4) Disable (გათიშეთ) Blotware

ჩართეთ აპლიკაცია Package Disabler Pro – პირველრიგში და მარჯვენა ზედა კუთხეში დააწექით “3” წერტილს, შემდეგ import from xml (აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ სურათზე).

შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა სადაც აირჩევთ “Select” შემდეგ გადმოწერილ XML ფაილს, რომელიც იქნება Download  Folder (საქაღალდეში) – ში  და არიჩევთ ფაილს. (შეგიძლიათ იხილოთ სურათზე არსებული ნაბიჯები)

ამ ნაბიჯების შემდეგ გამოჩნდება ისევ პატარა ფანჯარა, სადაც აჭერთ სენსორულ ღილაკს სახელწოდებით “Import” (იმპორტირებას უკეთებთ XML ფაილს).

როგორც ხედავთ 122 პროცესი და აპლიკაცია ერთად გაითიშა სისტემაში, რის საფუძველზეც თქვენი ტელეფონის სისწრაფე საგრძნობლად შესაძლოა შეიცვალოს, ნაკლებად დაიტვირთება RAM (ოპერატიული მეხსიერება) და რაც მთავარია არ შეგაწუხებთ არცერთი ზედმეტი აპლიკაცია თქვენს მობილურ ტელეფონში.

პატივისცემით AndroidOS.Ge – ადმინისტრაცია!

 

კომენტარები

კომენტარები

შესახებ giorgi8820

იხილეთ ასევე

Movie (ფილმების) Stream – თქვენი Computer იდან თქვენს Android Device – ში

Android Device – ებზე დღითიდღე იზრდება აპლიკაციების რაოდენობა მათ შორის Media Player – ების, მაგრამ …