მთავარი / სტატიები / OnePlus 5 Bootloader Unlock, Root & TWRP Recovery – ის დაყენება

OnePlus 5 Bootloader Unlock, Root & TWRP Recovery – ის დაყენება

დღევანდელი სტატია ეხება One+  ის ამჟამინდელ ფინალური მოდელის OnePlus5 Bootloader Unlock, Root & TWRP Recvery – ს დაყენების ინსტრუქციას.

ძირითადი მოთხოვნები:

  • OnePlus5
  • Windows,Mac & Linux – ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე Computer – ი.
  • ADB & Fastboot File & Driver – ები უნდა გქონდეთ გამართული.
  • ორიგინალი USB Data Cable.
  • “Developer Option” – ები უნდა გქონდეთ გააქტიურებული ტელეფონის პარამეტრებიდან.

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ძირითად საფეხურებზე და გაითვალისწინეთ, რომ ტელეფონის ელემენტი მინიმუმ 70% მაინც უნდა გქონდეთ დატენილი.

1) ჩართეთ Developer Option – ებში “OEM Unlocking” და გადატვირთეთ ტელეფონი Bootloader Mode (რეჟიმში).

Bootloader რეჟიმში გადასასვლელად დააჭირეთ: Power + Volume UP Key – ჩართვის და ხმის ამწევ ღილაკს.

2) Unlock Bootloader.

როდესაც თქვენი ტელეფონი გადაიტვირთება Bootloader რეჟიმში, გამოიძახეთ Command Prompt ან Terminal ფანჯარა adb fastboot ფაილების დახმარებით.

დაწერეთ ბრძანება:

fastboot flashing unlock

თქვენს ტელეფონში გამოჩნდება ფანჯარა სადაც წერია გაფრთხილება და რისკები Bootloader Unlock – ის შესახებ, რომელსაც თქვენ უნდა დაეთანხმოთ “Yes” ან უარყოთ “No” ღილაკის დახამრებით.

რა თქმა უნდა როცა Bootloader Unlock გვინდა ვაწვებით ხმის ამწევ ღილაკს ავდივართ “Yes” სენსორულ ღილაკზე და ვაწვებით ჩართვის ღილაკს ანუ ვაწვებით არჩევას, რის შემდეგაც თქვენი ტელეფონის Bootloader – ი არის Unlocked და ყველა ფაილი განულდება (წაიშლება), პირველ ჩატვირთვას დაჭირდება დაახლოებით 5-10წთ.

3) გადმოწერეთ ფინალური ვერსია TWRP Recovery – ს და დააყენეთ.

გადმოწერა OneDrive OnePlus5 TWRP Recovery Final

გადმოწერეთ TWRP Recovery – ს IMG ფაილი და ჩააგდეთ Fastboot – საქაღალდეში, გახსენით თავიდან Command Prompt ან Terminal ფანჯარა და დაწერეთ ბრძანება:

fastboot flash recovery

აღნიშნული ბრძანებით TWRP Recovery – ჩაიწერება თქვენს Device – ში და ახლა უკვე შეგიძლიათ მისი გამოყენება.

4) გადატვირთეთ TWRP Recovery – რეჟიმში ტელეფონი და დააყენეთ SuperSU (“Root”).

გადმოწერა OneDrive SuperSU For OnePlus5

ჩართეთ TWRP Recovery – ტელეფონში და ჩართვისას ხელი გაუსვით “Swipe to Allow Modification” – ღილაკს, რისი საშუალებითაც ეხამრებით წესებს TWRP Recovery – სას და შესაძლებელია მისი სრულყოფილად გამოყენება.

Command Prompt – ფანჯარაში დაწერეთ ბრძანება:

adb sideload

ჩააგდეთ SuperSU Command ფანჯარაში, იხილეთ ასევე სურათი.

TWRP Recovery – ში გავდივართ სამ ნაბიჯს Advanced/ADB Sideload/Swipe To sideloading process – და დაყენდება SuperSU – “დაირუთება” თქვენი Device.

როდესაც თქვენ დაინახავთ შეტყობინებას “Done” SuperSU – ესეიგი თქვენი Device წარმატებით “დაირუთა”.

დააჭირეთ ღილაკს Reboot System და თქვენი სისტემა გადაიტვირთება.

5) Verify Root – შეამოწმეთ Root.

პატივისცემით AndroidOs.Ge – ადმინისტრაცია!

კომენტარები

კომენტარები

შესახებ giorgi8820

იხილეთ ასევე

უსაფრთხო გზა “Blotware” (ზედმეტი ფაილების) გასათიშად Galaxy S8 & S8+ ში

Android – მომხმარებლების უმრავლესობისათვის ერთ – ერთ აქტუალურ და “შემაწუხებელ” საკითხად დღემდე რჩება ზედმეტი აპლიკაციებისგან …